ეპიზოდი 02

ევროპაში ვირბენ

ლაშა ევროპაში მიდის გასამდიდრებლად. გურამი აჩვენებს, ვინ ინახავს სინამდვილეში ქვეყანას.

წყაროები

სატირაა, მაგრამ ციფრები ნამდვილია. აი, საიდან ავიღეთ:

იტალიაში ოფიციალურად 36 500 ქართველი ცხოვრობს, ექვსიდან ხუთი ქალია

ISTAT, 2025 წლის 1 იანვარი: 36 490 მცხოვრები, მათგან 84,7% ქალი. საგარეო საქმეთა სამინისტროს არაოფიციალური შეფასებით, დაახლოებით 50 000.

ISTAT (tuttitalia.it)

ბევრი მათგანი იტალიელ მოხუცებს უვლის

ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, ამიტომ ვამბობთ „ბევრი“ და არა ციფრს.

OC Media

ყოველ თვე დაახლოებით 300 მილიონი დოლარის გზავნილი შემოდის

ეროვნული ბანკი: 2026 წლის აპრილი $318 მლნ, მაისი $340 მლნ, აგვისტო ≈ $295 მლნ. პირველია აშშ, მეორე იტალია.

საქართველოს ეროვნული ბანკიCivil.ge

გზავნილები ეკონომიკის თითქმის მეცხრედია

მსოფლიო ბანკი: გზავნილები მშპ-ს 11,2%, 2025. მეცხრედი 11,1%-ია.

მსოფლიო ბანკი

2015 წლიდან ქვეყანამ 240 000 მოქალაქე დაკარგა

საქსტატი: 2015-დან 2025 წლამდე წმინდა დანაკარგი 240 428 მოქალაქე. 2025 წელს დაბრუნებულები ცოტათი მეტი იყო, ვიდრე წასულები.

საქსტატი (bm.ge)

ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა მხოლოდ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის შეაჩერა

რეგულაცია (EU) 2026/496, 2026 წლის 6 მარტიდან 12 თვით. ჩვეულებრივი პასპორტით უვიზო მიმოსვლა რჩება.

ევროკავშირის წარმომადგენლობაEUR-Lex