ეპიზოდი 01

კაზინო

ლაშა დარწმუნებულია, რომ სადმე არსებობს სამყარო, სადაც კაზინო აგებს. გურამი ტელევიზორს რთავს და ამოწმებს.

წყაროები

სატირაა, მაგრამ ციფრები ნამდვილია. აი, საიდან ავიღეთ:

ყოველი 100 ლარიდან 2 ლარი და 70 თეთრი კაზინოსია

ევროპულ რულეტკაზე 37 უჯრაა, მათ შორის ერთი მწვანე ნული. კაზინოს უპირატესობა 1/37 = 2,7%.

მათემატიკა

ათასი მოთამაშიდან ათი ათასი ფსონის შემდეგ მოგებაში სამი რჩება

ზუსტი გამოთვლა: ათი ათასი ფსონის შემდეგ მოგებაშია 0,33%, ანუ 1 000-დან 3.

გამოთვლა, ბინომური განაწილება

2025 წელს მოთამაშეებმა 3,7 მილიარდი ლარი წააგეს

ეს არის ფსონებს მინუს მოგებები, ანუ რაც მოთამაშეებმა წმინდად დაკარგეს. მოიცავს უცხოელ მოთამაშეებსაც.

IDFI, საქსტატის მონაცემებით

ტელევიზიით რეკლამა აკრძალეს და ასაკი 25 წლამდე აწიეს

2022 წლის მარტიდან. ასაკი 25 წელი ეხება საქართველოს მოქალაქეებს.

IDFICivil.ge